logo

sitemap

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი საექიმოს გასასვლელი 3-ში, კარფურსა და ისნის რაიონის გამგეობას შორის.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი შედგენილია ქალაქ თბილისის მერიის ბრძანება #1779829 13.03.2015 წლის ბრძანების შესაბამისად.

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონიში, საექიმოს გადასასვლელი 3-ში. კარფურის და ისნის გამგეობის შენობებს შორის (საკადასტრო კოდი: 01.17.12.023.028) და მისი ფართობია 3840 კვ.მეტრი.

პროექტით გათვალისწინებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ეზოში და -3 ნიშნულზე ავტოპარკინგით. შენობა შედგება 12 სართულისაგან და ტერასულად მცირდება. I-სართულზე გათვალისწინებულია კომერციული ფართები, +-0.000 ნიშნულზე ავტოსადგომი 27 მანქანაზე, არის ასევე ეზოში მოწყობილი ავტოპარკინგი. II-XII სართულებზე საცხოვრებელი ფართები. შენობის ბოლო სართულზე არის მოწყობილი ბინები დიდი საზაფხულო ტერასებით.

კარკასი და გადახურვები რკინაბეტონის მონოლითია. შემავსებელი მსუბუქი ბლოკი. ფანჯრები მეტალოპლასტიკის თეთრი ფერის პროფილებით. ორმაგი მინაპაკეტი.

                          

შენობა ინტერაქტიულ რუკაზე

building-on-doctor-lane-on-map

ფოტოგალერეა

 

ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები

ობიექტიფართობი
1. მიწის ნაკვეთის ფართობი (კვ.მ).: 3840.0
2. განაშენიანების ფართობი (კვ.მ).: 1206.07
3. საერთო ფართობი (კვ.მ).:  12432.57
4. საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).:  8693.74
5. კომერციული ფართობი (კვ.მ).:  393.32
6. საზაფხულო (აივნების) ფართობი (კვ.მ).:  1631.7
7. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ).:  799.22
8. ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ).:  914.59
9. სამშენებლო მოცულობა (კუბ.მ).:  55018.39
10. სართულიანობა და გაბარიტები: 12 სართული (21X66.40)მ.
11. 0.00 ნიშნულის ზევით (კუბ.მ).:  52554.88
12. 0.00 ნიშნულის ქვევით (კუბ.მ).:  2463.51
13. შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე (მ).:  46.9
14. 0.00 ნიშნულის ზევით (მ).:  44.8
15. 0.00 ნიშნულის ქვევით (მ).:  2.1
16. ბინების რაოდენობა: 144 ბინა
17. კ1 განაშენიანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში).: 1166.54 კვ.მ. კ1- 0.3
18. კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში).: 11918.09 კვ.მ.
19. კ3 გამწვანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში).:  519.27 კვ.მ. კ3- 0.1

 

 

ნახაზები